ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

კარგი ამბავი: მექვაბიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა

რუმინეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე „მეტალულ ბუზეუმ’’ კრაიოვას „უნივერსიტატიას’’ 1:0 მოუგო. ტრავმის შემდეგ მოედანს ქართველი ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი დაუბრუნდა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

23 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ტრავმა აგვისტოში, რუმინეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ბუქარესტის „დინამოსთან’’ მიიღო, ჯვარედინი იოგები დაუზიანდა.

აღნიშნული ტრავმის გამო მექვაბიშვილმა სექტემბრის და ოქტომბრის სანაკრებო მატჩები გამოტოვა. შესაძლოა, ვილი სანიოლმა ნოემბრის შეხვედრებისთვის გამოიძახოს.

მექვაბიშვილი თბილისის „დინამოს'' აღზრდილია, გასულ ზამთარში „დინამომ'' კრაიოვას „უნივერსიტატიაში'' გაყიდა. ფეხბურთელმა რუმინულ კლუბში 28 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე თურქეთთან და ჩეხეთთან სასტარტოში ითამაშა, პორტუგალიასთან - ცვლილებაზე გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები