ოქროს ბურთი, მატს ჰუმელსი
Aa
Aa

ჰუმელსი: რეალის ქმედება დონალდ ტრამპის საქციელს ჰგავდა, ასე არ შეიძლება

მატს ჰუმელსმა მადრიდის „რეალის" მიერ ოქროს ბურთის ცერემონიისთვის ბოიკოტის გამოცხადება დონალდ ტრამპის მეთოდებს შეადარა.

ოქროს ბურთი ვინისიუსის ნაცვლად როდრის გადაეცა, „სამეფო კლუბში“ ეს წინასწარ გაიგეს და მთელმა დელეგაციამ პარიზში ჩასვლაზე უარი განაცხადა.

ჰუმელსმა პარალელი დონალდ ტრამპთან გაავლო და აშშ-ის წინა საპრეზიდენტო არჩევნები იგულისხმა, რომელსაც რესპუბლიკელთა კანდიდატმა საეჭვო უწოდა.

„ისეთი განცხადებების გამოყენება, როგორიცაა „პატივისცემის ნაკლებობა“, როდესაც შენ ხმის მიცემისას დამარცხდი, ასეთი ქმედებები ტრამპის თვისებაა. და, სამწუხაროდ, ეს უბრალოდ უპატივცემულობაა სხვების მიმართ.

ეჭვგარეშეა, რომ მადრიდის რეალის ზოგიერთი ფეხბურთელი იმსახურებს ოქროს ბურთს, მაგრამ არიან სხვა ფანტასტიკური ფეხბურთელები, რომლებიც ისეთივე კარგები არიან. ცერემონიაზე არ დასწრება ეს ცუდია და მათთვის უპატივცემულობის გამოხატვაა.

იყვნენ გუნდები, რომლებიც უფრო დაუცველები იყვნენ საერთაშორისო ფეხბურთში, მე ასე ვიტყოდი“,

- თქვა „რომას“ 35 წლის მცველმა.

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე კვირით ადრე გამარჯვებული ყველას ვინისიუსი ეგონა, თუმცა ბოლო საათებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას აგენტი რისკავს - შესაძლოა ოსიმენის ან რაბიოს მსგავსად დაასრულოს“
„კვარას აგენტი რისკავს - შესაძლოა ოსიმენის ან რაბიოს მსგავსად დაასრულოს“