მეორე მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე - მირიან მაისურაძე ფინალში დამარცხდა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში არაოლიმპიური წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავისუფალ სტილში დღეს ფინალში ორი ქართველი ვიხილეთ.
92 კილოგრამ კატეგორიაში მირიან მაისურაძე ლეგენდარულ აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდა და 0:6 დამარცხდა. მისი ვერცხლის მედალი საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ჩემპიონატზე რიგით მეორეა.
იქამდე კი 79 კილოგრამში ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა ავთანდილ კენჭაძემ, რომელმაც ფინალში ნეიტრალური დროშით მოჭიდავე მაგომედ მაგომაევი დაამარცხა. ქართველმა მეტოქეს დიდი უპირატესობით 13:4 მოუგო.
აქვე გეტყვით, რომ ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა აკაკი ქემერტელიძეს, რომელმაც ბრძოლა სამწუხაროდ ტაჯიკ კუდიევთან 2:13 დათმო.