ანდრეას კრისტენსენი, დანი ოლმო, პაუ ვიქტორი
Aa
Aa

პრობლემა იანვრისთვის: ბარსამ ოლმო ან კრისტენსენი შესაძლოა ვერ დაარეგისტრიროს

„ბარსელონა“ მიმდინარე სეზონის ყველაზე ხმაურიანი გუნდია. ჰანსი ფლიკის პროექტი იდეალურად მუშაობს და საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში სწორედ კატალონიური კლუბია, რომელსაც როგორც ჩანს, ფინანსური პრობლემები იანვრისთვისაც შეახსენებს თავს.

ესპანური Sport-ის ცნობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან თვის ბოლომდე, კატალონიელებს დამატებითი თანხების მოძიება მოუწევთ, რომ დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის დარეგისტრირება შეძლონ.

ორივე ფეხბურთელი პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგაში 31 დეკემბრამდეა დარეგისტრირებული. ეს კი კრისტენსენის ტრავმის გამო მოხდა, რომელიც განაცხადიდან ამოღებულია, თუმცა დანიელი იანვარში გუნდს უბრუნდება.

ამჟამად „ბარსელონას“ ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რომ დამატებით ვინმეს დარეგისტრირება შეძლოს. კრისტენსენის დაბრუნების შემდეგ სიტუაცია გართულდება და შესაძლოა კლუბს არჩევანის გაკეთება მოუწიოს - ესპანელი დაარეგისტრიროს, თუ დანიელი?

ჟოან ლაპორტა მის გუნდთან ერთად Nike-თან ახალ კონტრაქტზე უკვე დიდი ხანია მუშაობს და ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა შესაძლოა ყველაფერი იანვრისთვის ვერ მოესწროს. გარდა ამისა, „ბარსელონას“ Libero-ს ფონდისგან 60 მილიონი ევრო აქვს მისაღები და ეს თანხა მათ ჯერად არ მიუღიათ.

თუ, იანვრამდე სიტუაცია ვერ დალაგდა, ჰანსი ფლიკს არჩევანის გაკეთება მოუწევს და რთული მისახვედრი არ არის, გერმანელი ოლმოს არიჩევს, თუ კრისტენსენს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი“ - ხვიჩა მილანთან გოლზე და გამარჯვებაზე
„ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი“ - ხვიჩა მილანთან გოლზე და გამარჯვებაზე