რუსი მეტოქე უშანსოდ დატოვა - ავთანდილ კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონია
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში არაოლიმპიური წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავისუფალ სტილში დღეს 79 კილოგრამში ავთანდილ კენჭაძემ ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
კენჭაძის მეტოქე ფინალში ნეიტრალური დროშით მოჭიდავე რუსი მაგომედ მაგომაევი იყო, რომელსაც დიდი უპირატესობით 13:4 მოუგო, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოაპოვებინა.
5-წლიანი პაუზის შემდეგ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს კვლავ ჰყავს მსოფლიო ჩემპიონი.
ოქროს მედლისთვის 92 კილოგრამში მირიან მაისურაძემაც იჭიდავა. მისი მეტოქე ლეგენდარული აბდულრაშიდ სადულაევი იყო, რომელთანაც 0:6 დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა აკაკი ქემერტელიძეს, რომელმაც ბრძოლა სამწუხაროდ ტაჯიკ კუდიევთან 2:13 დათმო.