ბელალ მუჰამედი შავკატ რახმონოვთან ბრძოლას ჩაეხსნა
ბელალ მუჰამედისა და შავკატ რახმონოვის ჩხუბი, რომელიც 8 დეკემბერს, UFC 310-ზე მთავარი მოვლენა უნდა ყოფილიყო, გადაიდო.
როგორც Marca წერს, UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ბრძოლას ჩაეხსნა და ქამარს ვეღარ დაიცავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმა სერიოზულია და UFC-მ ყაზახი რახმანოვისთვის შემცვლელის ძებნა აქტიურად დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მუჰამედმა ბოლოს 2024 წლის ივლისში იჩხუბა, სადაც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ინგლისელი ლეონ ედვარდსი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
რაც შეეხება რახმონოვს, მისი ბოლო ჩხუბი 2023 წლის დეკემბრით თარიღდება, როდესაც ყაზახმა მებრძოლმა მახრჩობელა ილეთით ამერიკელ სტივენ ტომპსონს სძლია.
აღსანიშნავია, რომ რახმონოვს MMA-ში 18 ჩხუბი აქვს ჩატარებული, საიდანაც 18-ვეში მან ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა.