ლა ლიგა
Aa
Aa

ვალენსია-რეალის მატჩი გადაიდო

„ვალენსია“-„რეალის“ მატჩი, რომელიც 2 ნოემბერს უნდა გამართულიყო, ოფიციალურად გადაიდო. ინფორმაციას ღამურების გვერდი ავრცელებს და აცხადებს, რომ ლა ლიგამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შეხვედრის გადადების მიზეზი სტიქია გახდა, რომელიც ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს და უკვე 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

მანამდე ცნობილი ესპანური ვებგვერდი Relevo წერდა, რომ თუ თამაში გადაიდება, „ვალენსია“ – „რეალი“ საკმაოდ გვიან, 2025 წლის 21 ან 22 მაისს, 37-ე და 38-ე ტურებს შორის ჩატარდება, რისი მთავარი მიზეზი გადატვირთული კალენდარია.

როგორც მოგეხსენებათ, სამეფო კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის რანგში სულ მალე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოუწევს ასპარეზობა, იანვარში კი ყოველ კვირას სამეფო თასის მატჩებია, რის გამოც ამ თამაშის ჩატარებისთვის დრო პრაქტიკულად არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთში სტიქია მძვინვარებს - ვალენსია სათასო მატჩის გადადებას ითხოვს
ესპანეთში სტიქია მძვინვარებს - ვალენსია სათასო მატჩის გადადებას ითხოვს