„გოლი ყოველთვის სასიხარულოა“ - შენგელია თასზე გაბრწყინების შემდეგ
გუშინ, საბერძნეთის თასის 1/8 ფინალში, ლევან შენგელიას „ოფი“ საკუთარ მოედანზე „ვოლოსს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა ქართველ შემტევს. შენგელიამ 25-ე წუთზე ჯერ თანაგუნდელ სალკედოს გაატანინა, რითაც მისმა გუნდმა წონასწორობა აღადგინა, 81-ე წუთზე კი თავადაც გაიტანა და „ოფის“ სასარგებლოდ ანგარიში 3:1 გახადა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა განვლილი მატჩი ადგილობრივ მედიასთან შეაფასა.
რა თქვა შენგელიამ:
„პირველ რიგში, გოლს ყოველთვის მოაქვს სიხარული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თამაშს გამარჯვებით ასრულებ. ასევე, მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც თასზე თამაშობ და წინ საპასუხო შეხვედრაა. როდესაც ორბურთიანი უპირატესობა გაქვს, საქმე უფრო გიმარტივდება, ვიდრე ერთი ბურთით მოგებისას. გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა და ჩვენი თამაშით კმაყოფილები ვართ“.
ლევან შენგელიამ მიმდინარე სეზონში „ოფის“ შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი „ვოლოსს“ საპასუხო შეხვედრაში 3 დეკემბერს დაუპირისპირდება, მანამდე კი საბერძნეთის სუპერლიგაში 4 ნოემბერს, სტუმრად „სტერას ტრიპოლისს“ შეხვდება.