სილაგაძისა და ოდიშარიას რფს-ი ლატვიის თასის გამარჯვებულია
ლატვიური რფს-ი, რომლის ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები, ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე იცავენ, ლატვიის თასის გამარჯვებულია.
ფინალში ქართველების გუნდმა „აუდა“ დაამარცხა - მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, დამატებით დროში კი რფს-მა კიდევ ორი გოლი გაიტანა და ლატვიის თასს მესამედ დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ მატჩში 86 წუთი ითამაშა ლუკა სილაგაძემ, ხოლო ლაშა ოდიშარია მატჩის განაცხადში არ ყოფილა.
აქვე გეტყვით, რომ 25 წლის სილაგაძე რფს-ში ზაფხულში, „ლიეპაიადან“ გადავიდა, ხოლო 22 წლის ოდიშარია დედაქალაქურ გუნდს თბილისის „დინამოდან“ მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა.