ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარასგან გოლი არ უნდა გაეშვა - მენიო ვეტერანმა მეკარემ გააკრიტიკა

ხვიჩა კვარაცხელიასთვის „მილანი“ – „ნაპოლის“ მატჩი განსაკუთრებული აღმოჩნდა - პარტენოპეის 23 წლის ქართველმა ლიდერმა თავის იტალიურ კარიერაში „სან სიროზე“ პირველი გოლი გაიტანა. საყოველთაო მოსაზრებით, ხვიჩას იმდენად იდეალური დარტყმა გამოუვიდა, რომ მის მოგერიებას არამხოლოდ მაიკ მენიო, არამედ მასზე გაცილებით მაღალი კლასის მეკარეებიც ვერ შეძლებდნენ.

აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება აქვს ვეტერან მეკარეს მარიო იელპოს, რომელიც როსონერის ღირსებას 1993-1996 წლებში იცავდა და სამი წლის განმავლობაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. თუმცა, მიუხედავად არცთუ მდიდარი კარიერისა, ის ახლანდელი მეკარეების გაკრიტიკებას არ ერიდება და არც მენიოს უარყოფითი შეფასებისგან შეუკავებია თავი.

რას ამბობს კვარას გოლზე

ეს გოლი მაიკ მენიოს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაეშვა. გარდა იმისა, რომ პოზიცია არასწორად ჰქონდა შერჩეული, კვარას დარტყმის შემდეგ ბურთი მასზე 2 მეტრით წინ დახტა და რეაგირებისთვის დრო საკმარისზე მეტი ჰქონდა. არ ვავალდებულებ რომ ლუკაკუს დარტყმა მოეგერებინა, მაგრამ მეორე გოლის დროს, გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო.

ათი ტურის შემდეგ 25 ქულით „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 5 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასიცაა. მომდევნო ტურში პარტენოპეი კვირას, 3 ნოემბერს, „ატალანტას“ უმასპინძლებს და მატჩი თბილისის დროით, 15:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი“ - ხვიჩა მილანთან გოლზე და გამარჯვებაზე
„ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი“ - ხვიჩა მილანთან გოლზე და გამარჯვებაზე