თოფურიასთვის, ან ლოპესისთვის - ვოლკანოვსკი მზადებას შეუდგა
UFC-ის ნამდვილმა ლეგენდამ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ, რომელიც გასული წლის თებერვალში ქართველ ილია თოფურიასთან ვერაფერს გახდა და ნოკაუტით დამარცხდა, მომდევნო ბრძოლისთვის მზადება დაიწყო. ვარჯიშის ამსახველი ფოტოები ავსტრალიელმა სპორტსმენმა საკუთარ სოციალურ ქსელში უკვე ატვირთა და დაამატა, რომ ძველი დიდების დაბრუნების დრო მოვიდა. თავდაპირველად საუბრობდნენ, რომ ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქე ისევ ილია თოფურია იქნებოდა, მაგრამ შესაძლოა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდეს.
დენა უაითი გეგმავს, რომ 9 თებერვალს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, UFC 312-ის ქარდზე მოახერხოს ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესს შორის ბრძოლის ორგანიზება, რომელმაც ავსტრალიელთან დაპირისპირებაზე თანხმობა უკვე საჯაროდ განაცხადა. ეს უკანასკნელი ოქტაგონზე ბოლოს სექტემბერში გავიდა და ბრაიან ორტეგა დაამარცხა, მთლიანობაში კი დიეგო ლოპესის ანგარიშზე უკვეც 5-ბრძოლიანი წაუგებელი სერიაა.
ვოლკანოვსკის სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ქომაგმა ჰკითხა, ხომ არ ნანობდა თავის დროზე ისლამ მახაჩევთან, რომელმაც ის ნოკაუტში ჩააგდო, მატჩ-რევანშზე დათანხმებას, რაზეც განუცხადა, რომ არაფერს ნანობს, რადგან მსგავს გამოწვევებს რომ არ თანხმდებოდეს, ის ასეთ დონემდე ვერ მივიდოდა.