სერგეი რებროვი
Aa
Aa

სექტემბრის ბოლოს მიდიოდა - რებროვის ბულგარული ვარიანტი

16 ნოემბერს ბათუმში გასამართი საქართველო - უკრაინის მატჩის წინ, რომელზე დასასწრები ყველა ბილეთიც 2 საათში გაიყიდა, მოწინააღმდეგის ბანაკში სხვადასხვა სახის ინფორმაციები ვრცელდება. უკრაინელებისთვის, ისევე როგორც ჯგუფის დანარჩენი სამი მონაწილისთვის, ნოემბრის შეხვედრები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ოქტომბერში მიღწეული წარმატებების შემდეგ, მათ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები დაუბრუნდათ.

UA-Football-ის ცნობით, სექტემბრის ბოლოს, სერგეი რებროვი თანამდებობის დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო, რადგან მას წინადადებით „ლუდოგორეცმა“ მიმართა, თანაც ბულგარელები უკრაინის ნაკრების თავკაცს საკმაოდ სარფიან პირობებს სთავაზობდნენ, თუმცა რებროვმა გადაწყვიტა თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი შუა გზაზე არ მიეტოვებინა და რაზგრადის კლუბის წარმომადგენლები ცივი უარით გაისტუმრა. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინელების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. სამაგიეროდ, აღნიშნა, რომ ერთი ფეხბურთელი უკვე იცის, რომელიც ნოემბრის შეკრებაზე მის განკარგულებაში იქნება და ეს „ბენფიკას“ მეკარე ანატოლი ტრუბინია.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ B დივიზიონის I ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფ საქართველოსა და ალბანეთს 6-6 ქულა აქვთ, ხოლო უკრაინის ეროვნული გუნდი 4 ქულით უკანასკნელ ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კმაყოფილი ვარ, სამუშაო კარგად შევასრულეთ“ - სერგეი რებროვი
„კმაყოფილი ვარ, სამუშაო კარგად შევასრულეთ“ - სერგეი რებროვი