საქართველო - უკრაინის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია
უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩზე, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა უკრაინის ეროვნულ გუნდს უნდა უმასპინძლოს, ყველა ბილეთი გაიყიდა. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო და ყველა ბილეთი 2 საათში გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა „ბათუმი არენაზე“ გაიმართება, რომელიც 20 035 გულშემატკივარს იტევს.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი 16 ნოემბერს ჩატარდება და 21:00 საათზე დაიწყება.
4 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, უკრაინის ნაკრები კი 4 ქულით მე-4 პოზიციაზეა.