ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

მომდევნო შეხვედრა ჩაინიშნა - მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან

იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი.

ცნობილი გამოცემა Il Mattino წერს, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. გუშინ, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კვარას აგენტს, მამუკა ჯუღელს შეხვდა და მოლაპარაკებების პროცესი პოზიტიურად წარიმართა. სააგენტოს ინფორმაციით, ნეაპოლური მხარე მზადაა, რომ ქართველ შემტევს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუხანგრძლივოს და ხელფასის სახით 8 მილიონ ევრომდე გადაუხადოს.

პარალელურად, დაისვა გამოსასყიდი პუნქტიც საკითხიც. როგორც იწერება, მამუკა ჯუღელმა გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევროს ჩაწერა მოითხოვა, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერჯერობით, არ არსებობს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა 11 ნოემბერს, კვლავ მილანში ჩაინიშნა, რომელიც „ინტერთან“ მატჩის დასრულების შემდეგ შედგება. დიდი ალბათობით, შეხვედრას კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი წაუძღვება, რომელიც ჯუღელს კონკრეტულ წინადადებებს გააცნობს. ადგილობრივი მედია წერს, რომ დიდი ალბათობით, მხარეები შეთანხმებას 2024 წლის დეკემბერში საბოლოოდ მიაღწევენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხვიჩამ თავი ბოლო ტურში, „მილანის“ წინააღმდეგაც გამოიჩინა, სადაც გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი“ - ხვიჩა მილანთან გოლზე და გამარჯვებაზე
„ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი“ - ხვიჩა მილანთან გოლზე და გამარჯვებაზე