ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის სიმბოლურში კიდევ ერთხელ მოხვდა
ლა ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა მე-12 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც „ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი შეიყვანეს.
¡Te presentamos el ???????? ???????????????????? de la jornada 12!
— LALIGA HYPERMOTION (@LaLiga2) October 30, 2024
¿Qué jugador ha sido para ti el mejor? ⭐#LALIGAHYPERMOTION pic.twitter.com/oDkSMVctm4
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-12 ტურში ქართველი ფეხბურთელების დერბი შედგა. გიორგი წიტაიშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
ორივე ფეხბურთელი თავისი გუნდების სასტარტო შემადგენლობებში იყვნენ, თავის გამოჩენა კი გიორგი ქოჩორაშვილმა შეძლო.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში „ლევანტე“ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და ლა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ქოჩორაშვილს მიუძღვის.