ინგლისის ნაკრები და მოურინიო - ჟოზეს პასუხი ასეთი იყო
გარეთ საუთგეიტის გადადგომის შემდეგ, ინგლისის ეროვნული გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ლი კარსლი მუშაობდა, რომელიც ბოლო წლებში ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებს ამზადებდა. იყო გარკვეული შანსები იმისა, რომ კარსლის მუდმივი კონტრაქტი გაეფორმებინა, მაგრამ ოქტომბერში ერთა ლიგის გათამაშებაში ბერძნებთან განცდილმა საშინაო მარცხმა მისი პოზიციები შეარყია და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელები უფრო ავტორიტეტულ სპეციალისტს ეძედნენ, რომელთა შორისაც ჟოზე მოურინიოც მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ტომას ტუხელზე შეჩერდა. სურდა თუ არა პორტუგალიელს ფეხბურთის სამშობლოში მუშაობდა, ამაზე მან საჯაროდ ისაუბრა.
რა თქვა ჟოზემ
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელების მხრიდან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. ვარ თუ არა დაინტერესებული ამ ქვეყნის ნაკრების ჩაბარებით? ახლა უკვე აღარ. საკმარისად დიდი ენერგია შემომრჩა საიმისოდ, რომ თვეში მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება არ მიწევდეს.
ადრე თუ გვიან მსურს, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნის მშობლიურ ნაკრებს, ან იმ ქვეყნის ეროვნულ გუნდს ვუხელმძღვანელო, რომელთანაც თბილი მოგონებები მაკავშირებს. თუმცა, ეს ყველაფერი უფრო შორსმიმავალი გეგმებია და ამჟამად საკლუბო საქმიანობა უფრო მეტად მაინტერესებს.
ცნობისათვის, ამჟამად ჟოზე მოურინიო „ფენერბაჰჩეს“ ხელმძღვანელობს, რომელიც თურქეთის სუპერ ლიგაში ათი ტურის შემდეგ 20 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „გალათასარაის“ 8 ქულით ჩამორჩება, თუმცა მოუს კრებულს თანაქალაქელებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.