„თოფურია მახაჩევს საბმიშენით ვერ დაამარცხებს...“ - რას ამბობს ვოლკანოვსკი
ავსტრალიელი მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი მიიჩნევს, რომ ილია თოფურიას შეუძლია ნებისმიერი დაამარცხოს, როგორც მსუბუქ, ისე ქვემსუბუქ წონაში.
„ელ მატადორს“, რომელმაც ცოტა ხნის წინ მაქს ჰოლოუეი, მანამდე კი თავად ვოლკანოვსკი დაამარცხა, სურს, რომ ისლამ მახაჩევს ეჩხუბოს. ქართველი დარწმუნებულია, რომ ამ უკანასკნელს საბმიშენით დაამარცხებს.
ვოლკანოვსკიმ სწორედ თოფურია-მახაჩევის შესაძლო დაპირისპირებაზე ილაპარაკა:
„საბმიშენი? არა მგონია, ეს მოხდეს. შეუძლია თუ არა ილიამ ისლამი დაანოკაუტოს? რა თქმა უნდა. მას შეუძლია ნებისმიერი დაანოკაუტოს ამ 2 დივიზიონში (მსუბუქი და ქვემსუბუქი). ყოველთვის ვამბობდი და იგივე იქნება ისლამის შემთხვევაშიც: ისეთ მებრძოლებს, როგორიც მე ვარ, მხოლოდ დაჭერით გვამარცხებენ და ეს მხოლოდ ილიას მსგავს მებრძოლებს შეუძლიათ“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის აბუ-დაბიში UFC 308-ზე დაუპირისპირდა და მე-3 რაუნდში გათიშა.
ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა UFC-ში ქართველმა ქამარი დაიცვა. ილიას მსგავსად, ქამრის მოქმედი მფლობელი მერაბ დვალიშვილია, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში.
აღსანიშნავია, რომ ჰოლოუეიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა და პირველად დაანოკაუტეს. ილიამ MMA-ში 16-დან 16-ვე შეხვედრა მოიგო.