ფირას ზაჰაბი: ილია თოფურია ჩემპიონი დიდხანს იქნება
ცნობილმა კანადელმა მწვრთნელმა, ფირას ზაჰაბიმ ილია თოფურიაზე ილაპარაკა.
UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, ჟორჟ სენ-პიერის წარმატებული კარიერის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მიიჩნევს, რომ „ელ მატადორი“ საუკეთესო „პანჩერია“ MMA-ში.
„ილიამ ერთსა და იმავე წელს ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა. ეს ადამიანი ფლობს დიდ ძალას, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ეს დაუჯერებელია - ილიამ დაამარცხა ორი ყველაზე ამტანი მებრძოლი. ვფიქრობ, რომ ილია თოფურია დიდხანს იქნება ჩემპიონი“, - თქვა ზაჰაბიმ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის აბუ-დაბიში UFC 308-ზე დაუპირისპირდა და მე-3 რაუნდში გათიშა.
ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა UFC-ში ქართველმა ქამარი დაიცვა. ილიას მსგავსად, ქამრის მოქმედი მფლობელი მერაბ დვალიშვილია, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში.
აღსანიშნავია, რომ ჰოლოუეიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა და პირველად დაანოკაუტეს. ილიამ MMA-ში 16-დან 16-ვე შეხვედრა მოიგო.