არჩილ მალაყმაძე
Aa
Aa

მალაყმაძე ევროპის ჩემპიონია - ქართველების ანგარიშზე უკვე 11 მედალია

ქართველი ძალოსანი არჩილ მალაყმაძე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია. პოლონეთში მიმდინარე კონტინენტის ასაკობრივ პირველობაზე, მან სამივე დისციპლინაში წარმატებულად იასპარეზა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სრულიად დამსახურებულად ავიდა. მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით მალაყმაძემ 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში 154 კილოგრამის დაფიქსირებით საუკეთესო შედეგი აჩვენა, აკვრაში 181 კილოგრამი დაძლია და მეოთხე პოზიცია დაიკავა, ხოლო ორჭიდის ჯამში 335 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ამ ეტაპზე 1 ოქროს, 7 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. მალაყმაძის გარდა, კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის წარმატებას ლევან ოჩიგავამ (81 კგ), გიგა ოდიკაძემ (61 კგ), გურამ გიორბელიძემ (67 კგ) და ბაჩუკი შამილიშვილმა (55 კგ) მიაღწიეს. ტურნირის დაწყების წინ კი, პოლონეთში ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესი ჩატარდა, სადაც გადაწყდა, რომ 2026 წელს კონტინენტის პირველობას უფროსი ასაკის ძალოსნებს შორის ბათუმი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით სამი სპორტსმენი გამოვა. 23-წლამდელებს შორის მედლისთვის საბა ასანიძე (89 კგ), ლომია თებიძე (89), ხოლო 20-წლამდელებში გოგა ჯაჯვანი (89 კგ) შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალოსნობაში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდება
ძალოსნობაში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდება