მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„რემატჩის შანსი დიდია“ - ომალის მწვრთნელი მერაბთან ჩხუბზე

შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა Submission Radio-სთან ინტერვიუს დროს „შუგასა“ და მერაბ დვალიშვილის რემატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ განმეორებითი ჩხუბის დიდი შანსია.

რას ამბობს უელჩი:

„შონსა და მერაბს შორის საპასუხო ბრძოლის ჩანიშვნის შანსი საკმაოდ დიდია. შონი ჩემპიონი იყო და ქამარიც დაიცვა, მერაბი კი ახალი ჩემპიონია. „შუგას“ შანსი მალევე უნდა მიეცეს. მის ბრძოლებს ყოველთვის დიდი ფინანსური მოგება მოაქვს და ვფიქრობ, ამით ყველა დაინტერესდება. „შუგას“ ბრძოლებს რაც უფრო მეტი ადამიანი უყურებს, მით უფრო მეტი თანხა შემოდის“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი 16 სექტემბერს, UFC 303-ზე დაამარცხა და ჩემპიონის ქამარიც დაისაკუთრა. MMA-ის სამყაროში აქტიურად იწერება, რომ „მანქანას“ მომედვნო მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი იქნება, თუმცა, თავად მერაბს არაერთხელ უთქვამს, რომ ომალისთან რემატჩის წინააღმდეგი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები