ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

ლაუტარო პირველზეა - არგენტინელის მორიგი რეკორდი

„ემპოლისთან“ (0:3) მოგებულ შეხვედრაში ლაუტარო მარტინესმა თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, თუმცა 27 წლის არგენტინელ ფორვარდს ეს მატჩი მხოლოდ ამ ფაქტით არ დაამახსოვრდებოდა - ტოსკანაში გატანილი ბურთი მისთვის „ინტერის“ მაისურით რიგით 134-ე გამოდგა და ლეგიონერებს შორის კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. მარტინესმა უნგრელ იშტვან ნიერშს გაუსწრო, რომელიც ლომბარდიული გრანდის ღირსებას 1948-1954 წლებში იცავდა.

როგორც იტალიელ, ასევე უცხოელ ფეხბურთელებს თუ მივიღებთ მხედველობაში შავ-ლურჯების ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ლაუტარო ამჟამად მე-6 ადგილზეა და ასეთი შედეგიანობით ასპარეზობას თუ განაგრძობს, წლევანდელ სეზონშივე შეუძლია მეხუთე პოზიციაზე გადანაცვლება. მარტინესზე წინ ჯუზეპე მეაცა (255), ალესანდრო ალტობელი (209), რობერტო ბონინსენია (173), სანდრო მაცოლა (162) და ბენიტო ლორენცი (143) არიან.

„ინტერის“ კაპიტანი „ოქროს ბურთის“ წლევანდელ გამოკითხვაში მეშვიდე ადგილზე გავიდა და როგორც ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა, გაცილებით მეტს ელოდა. მეტს ელოდა მისი თანაგუნდელი და მეგობარი ლიონელ მესიც, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ მარტინესმა კოპა ამერიკის მოგებასთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზიც მოიგო და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო რომ მიეღო, სრულიად დამსახურებული იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ამ შეცდომიდან ბევრს ვისწავლი“ - გოგლიჩიძის კომენტარი ინტერთან გაძევებაზე
“ამ შეცდომიდან ბევრს ვისწავლი“ - გოგლიჩიძის კომენტარი ინტერთან გაძევებაზე