ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

ჯერ მერაბთან, შემდეგ ილიასთან - ომალის გეგმები

მერაბ დვალიშვილმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ შონ ომალის მასთან მატჩრევანშის გამართვა სურს და მისი აზრით, გაცილებით უფრო სამართლიანი იქნება, თუ UFC-ის ხელმძღვანელები სწორედ „შუგასთან“ ბრძოლას ჩაუნიშნავენ, ხოლო უმარ ნურმაგომედოვს კიდევ რამდენიმე თვე მოცდა მოუწევს. თავად ომალის კი როგორც ჩანს, არამხოლოდ დვალიშვილთან, არამედ UFC-ის მეორე ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიასთან დაპირისპირების სურვილი აქვს.

რას ამბობს ომალი

თოფურიამ ჰოლოუეი გათიშა და მართლაც სუპერბრძოლა შედგა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა მე რომ დვალიშვილი ნოკაუტში ჩამეგდო და შემდეგ ილიასთან მეჩხუბა? ეს ნამდვილად სუპერდაპირისპირება იქნებოდა. თუმცა, ჯერ არაფერი დასრულებულა და მომდევნო ბრძოლისთვის მზადებას ძალიან მალე დავიწყებ.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალის UFC-ის საჩემპიონო ქამრის დათმობა 15 სექტემბერს, მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ მოუწია, როდესაც ქართველმა „მანქანამ“ მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემდეგი მახაჩევი უნდა იყოს“ - თოფურიას მწვრთნელი სამომავლო გეგმებზე
„შემდეგი მახაჩევი უნდა იყოს“ - თოფურიას მწვრთნელი სამომავლო გეგმებზე