ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ისევე როგორც კრიშტიანუს შემთხვევაში - რეალი ვინისიუსს ბოლომდე იცავს

მადრიდის „რეალისა“ და უეფას დაპირისპირება თანდათან სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს. მას შემდეგ რაც სამეფო კლუბის ხელმძღვანელებმა შეიტყვეს, რომ „ოქროს ბურთს“ მათი ფეხბურთელი ვინისიუსი ვერ მიიღებდა, პარიზში დემონსტრაციულად არ ჩავიდნენ და ამით ერთგვარი პროტესტი გამოაცხადეს. გაირკვა ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება ფლორენტინო პერესის მკაცრი პოზიციით იყო ნაკარნახები, რომელმაც Relevo-ს ცნობით, უეფას ხელმძღვანელებს პირდაპირ განუცხადა, რომ როდრიზე უფრო მეტად პრესტიჟულ ჯილდოს არამხოლოდ ვინისიუსი, არამედ დანიელ კარვახალიც იმსახურებდა.

დაიწყო საუბრები იმის თაობაზეც, რომ პერესის გავლენები თანდათან მცირდება, თუმცა სამეფო კლუბის პრეზიდენტი აპირებს, რომ ვინისიუსი ბოლომდე დაიცვას და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან დათმობაზე ოდნავადაც არ წავიდეს. ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ლიონელ მესისთან კონკურენციაში კრიშტიანუ რონალდუ „რეალში“ თამაშის ხარჯზე იმარჯვებდა და როგორცკი „იუვენტუსში“ გადავიდა, „ოქროს ბურთის“ მოგება ვეღარ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელები წელს ჯილდოების გარეშე არ დარჩნენ - „რეალი“ 2024 წლის საუკეთესო გუნდად, კარლო ანჩელოტი კი საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UEFA-მ რეალი დასაჯა - რა მოხდა რეალურად ოქროს ბურთზე?
UEFA-მ რეალი დასაჯა - რა მოხდა რეალურად ოქროს ბურთზე?