სან ანტონიოს მეორე მარცხი - მამუკელაშვილს მცირე დრო დაეთმო
NBA-ის მორიგ ტურში, სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო „სპურსი“ სტუმრად ოკლაჰომა სითი თანდერს დაუპირისპირდა და 12 ქულის სხვაობით, 105:93 დამარცხდა.
ქართველი მძიმე ფორვარდს გრეგ პოპოვიჩმა მცირე დრო დაუთმო. მამუკელაშვილმა მოედანზე 07:50 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 3 ქულა, 5 მოხსნა (1 შეტევაში) და 1 ასისტი მოაგროვა. სანდრომ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და ერთხელ ჰქონდა ორქულიანის ჩაგდების მცდელობა, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა. ასევე, ბურთი ორჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოკლაჰომას კალათბურთელი, ლუგენც დორტი გახდა, რომელმაც 25 წუთში 20 ქულა 6 მოხსნა და 1 ასისტი მოაგროვა, სან ანტონიოდან კი გარისონ ბარნსი გამოირჩა - 18 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი 29 წუთში.
ცნობისთვის, დღესვე, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულზთან“ დაძაბულ ბრძოლაში 102:99 დამარცხდა. ქართველ ცენტრს ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
სამი სათამაშო დღის შემდეგ, სან ანტონიოს 1 მოგება და 2 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს, სტუმრად „უტა ჯაზთან“ გამართავს.