კიტეიშვილის კარგი მატჩი - შტურმი ავსტრიის თასის 1/4 ფინალში გავიდა
ავსტრიის თასის 1/8 ფინალში შტურმმა ლინცს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. კარგი მატჩი ჰქონდა ოთარ კიტეიშვილს, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა.
მთელი მატჩის განმავლობაში, ქართველი ფეხბურთელი აქტიურობდა და საკუთარი გუნდის შეტევებს ორგანიზებას უკეთებდა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში კიტეიშვილს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, თუმცა თავის გუნდში მაინც გამორჩეული იყო.
ანგარიში 24-ე წუთზე ზვონარეკმა გახსნა. სხვაობა ორამდე 33-ე წუთზე ერენჩან იარდიჩიმ გაზარდა. პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. მეორე ნახევარში ლიცნმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შტურმი ¼ ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.