“ამ შეცდომიდან ბევრს ვისწავლი“ - გოგლიჩიძის კომენტარი ინტერთან გაძევებაზე
სერია ა-ს მორიგ ტურში ემპოლიმ ინტერს უმასპინძლა და ინტერთან 0:3 დამარცხდა. პირველ ტაიმში, საბა გოგლიჩიძე მარკუს ტიურამთან უხეშობის გამო მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ემპოლის ქართველმა ფეხბურთელმა ინსტაგრამის საკუთარი გვერდის მეშვეობით ბოდიში მოიხადა.
რას წერს საბა?
„ვიღებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი გუნდს. მჯერა, რომ ამ შეცდომიდან ბევრს ვისწავლი.“
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, ემპოლის 11 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ემპოლი კომოს უმასპინძლებს, თუმცა დისკვალიფიკაციის გამო გოგლიჩიძე მონაწილეობას ვერ მიიღებს.