3 ოვერ ტაიმი - ქუთაისი პრიევიძასთან დამარცხდა
ფიბას ევრო თასის მეოთხე ტურში ქუთაისმა პრიევიძას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 104:108 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მატჩში 3 ოვერ ტაიმი დაინიშნა.
ამ წაგების შემდეგ, ქუთაისმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა, რადგან მხოლოდ 1 თამაში აქვს მოგებული და ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.
ცნობისთვის, პირველი ოვერ ტაიმის შემდეგ ანგარიში 83:83 იყო. მეორე ოვერტაიმის შემდეგ 94:94. ძირითადი დრო კი 75:75 დასრულდა.
ქუთაისს 31 ქულით, 6 მოხსნით და 7 პასით ჯოინერმა ულიდერა. გამორჩეული შედეგი ჰქონდა გიორგი კორსანტიას, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა. მის ანგარიშზე არასრულ 45 წუთში 18 ქულა, 12 მოხსნა(ორმაგი დუბლი) და 2 შედეგიანი გადაცემა იყო.
შეგახსენებთ, რომ ფიბა ევრო თასის შემდეგ ტურში, კოტე ტუღუშის შეგირდები სტუმრად ბილბაოს დაუპირისპირდებიან. მატჩი 6 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.