მილანი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

ხელფასზე შეთანხმება შედგა - პრობლემას სხვა ფაქტორი ქმნის

ბოლო საათებში იტალიური მედია აქტიურად წერს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით.

უახლესი ცნობები კი ასეთია:

ნეაპოლური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი ქართველი ფეხბურთელის გარემოცვის მოთხოვნას დათანხმდა და მზად არის კვარას წელიწადში 8 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა ეს თანხა ბონუსების ჩათვლით იგულისხმება. ამ საკითხთან დაკავშირებით, შეთანხმება არსებობს, მაგრამ პრობლემას სხვა ფაქტორი ხდის.

მამუკა ჯუღელს და ხვიჩა კვარაცხელიას სურთ, რომ ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა ჩაიწეროს, რომელიც 80 მილიონი ევრო იქნება.

CalcioNapoli-ის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ამაზე თანახმა არ არის და გამოსასყიდ თანხად გაცილებით მეტი სურს. ქართულ მხარეს კი არა.

ჯერჯერობით შეთანხმება მხოლოდ 8 მილიონზე შედგა, თუმცა, როგორც ირკვევა, მოლაპარაკებაში ხელფასზე მეტად მნიშვნელოვანი სწორედ გამოსასყიდი თანხაა.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს გასულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ მილანს ეფექტური გოლი გაუტანა და ნაპოლის გამარჯვებაში დაეხმარა. პარტენოპეი ამ მომენტისთვის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიუკასლმა დიდი ტალანტი დაიმატა“ - არველაძე სალიას ტრანსფერზე
„ნიუკასლმა დიდი ტალანტი დაიმატა“ - არველაძე სალიას ტრანსფერზე