„ნიუკასლმა დიდი ტალანტი დაიმატა“ - არველაძე სალიას ტრანსფერზე
ვახტანგ სალიას „ნიუკასლში“ ტრანსფერს საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი, შოთა არველაძე გამოეხმაურა და ახალგაზრდა ფეხბურთელს წარმატება უსურვა.
რას წერს არველაძე:
კიდევ ერთი ქართველი ტალანტი, ვახო სალია ტრადიციულ ევროპულ კლუბ „ნიუკასლს“ შეუერთდება. ვულოცავ „დინამო თბილისს“ ამ ტრანსფერს და ასევე „ნიუკასლ იუნაიტედს“, რომელმაც ბრწყინვალე ფეხბურთელი დაიმატეს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას მალე თავადვე ნახავენ.
ჩემი ძვირფასი მეგობარი, თემურ ქეცბაია ამ კლუბის გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ვიმედოვნებ, რომ სალიას თამაში უფრო დასამახსოვრებელი, წარმატებული იქნება და „ნიუკასლს“ დიდ შედეგებს მოუტანს.
ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს მანამ, სანამ ასეთი ნიჭის ფეხბურთელები იარსებებენ. დარწმუნებული ვარ, მალე ტოპ 5-ის გამორჩეულ კლუბებში ბევრ ქართველ ტალანტს ვიხილავთ.
View this post on Instagram
გუშინ, „ნიუკასლს იუნაიტედმა“ ვახტანგ სალიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ქართველი ტალანტი გუნდს 2025 წლის აგვისტოში შეუერთდება, მას შემდეგ, რაც 18 წლის გახდება.