პოლ სქოულზი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

„თითქოს ტენ ჰაგის დანიშვნის ისტორია მეორდება“ - სქოულზი ამორიმზე

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ, პოლ სქოულზმა „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე ისაუბრა და გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომელთა მიხედვითაც „ოლდ ტრაფორდიდან“ გათავისუფლებულ ნიდერლანდელ სპეციალისტს, ერიკ ტენ ჰაგს პორტუგალიელი რუბენ ამორიმი შეცვლის, რომელიც ამჟამად ლისაბონის „სპორტინგს“ წვრთნის.

რა თქვა სქოულზმა:

„ვფიქრობ, ტომას ტუხელი „მანჩესტერისთვის“ კარგი კანდიდატი იყო, მაგრამ ახლა ის უკვე ინგლისის ნაკრებშია. მას ტოპ კლუბის მართვა და დიდი მატჩების მოგება შეუძლია და ეს წარსულშიც გაუკეთებია.

რაც შეეხება რუბენ ამორიმს, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნის ისტორია მეორდება. ამორიმი პორტუგალიის ჩემპიონატიდან მოდის, რომელიც ნიდერლანდების ლიგას ცოტათი სჯობს. პორტუგალიაში ამორიმმა კარგად იმუშავა, ის ქარიზმატული მწვრთნელი ჩანს.

მოსალოდნელია, რომ ის უახლოეს დღეებში „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგდება, მაგრამ მომდევნო კვირაში „სპორტინგი“ „სიტის“ ეთამაშება, შემდეგ კი „არსენალთან“ მატჩიც უწევთ. ეს კარგი შესაძლებლობა იქნება იმის სანახავად, თუ როგორ ითამაშებს მისი გუნდი“.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან 28 ოქტომბერს დაითხოვა. 9 ტურის შემდეგ, „წითელი ეშმაკები“ 11 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილს იკავებენ.

რაც შეეხება ამორიმს, 39 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „სპორტინგს“ 2020 წლიდან წვრთნის.

ცნობისთვის, დღეს „იუნაიტედი“ სათასო მატჩში „ლესტერს“ შეხვდება, გუნდს დროებითი მწვრთნელის რანგში რუუდ ვან ნისტელროი ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გარეკლამებული საშუალო დონის მწვრთნელი“ - მორგანმა კრიშტიანუ გაიხსენა
„გარეკლამებული საშუალო დონის მწვრთნელი“ - მორგანმა კრიშტიანუ გაიხსენა