გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„მისი გაყიდვა სიგიჟე იქნება“ - ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი ჩაკვეტაძეზე

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, კარლტონ პალმერმა Football League World-თან ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის „ვულვზში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და „უოტფორდს“ მოუწოდა, რომ ქართველი ფეხბურთელი 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ გაყიდოს.

რას ამბობს პალმერი:

„ვულვერჰემპტონი იანვარში „უოტფორდის“ ტალანტის, გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირებას აპირებს. მათ უნდათ მოიყვანონ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც კრიზისიდან თავის დაღწევაში დაეხმარებიან. ახლა ვულვზი სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება, მხოლოდ ორი ქულა აქვს და დაქვეითების სერიოზული საშიშროების წინაშე დგას. ამისგან თავის დასაღწევად, მათ იანვარში ძლიერი ფეხბურთელების მოყვანა სჭირდებათ და ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ ჩაკვეტაძეა, მაგრამ „ვულვზი“ არ არის პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდი, რომელის ჩაკვეტაძისკენ იყურება. მისი გადაბირებით სხვა გუნდებიც ინტერესდებიან.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ზამთარში „უოტფორდისთვის“ მისი გაყიდვა სიგიჟე იქნება. გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო, ახლა მე-7 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას ერთი საფეხურით ჩამორჩება. სიგიჟე იქნება მათთვის მთავარი ტალანტის გაყიდვა ისეთ მომენტში, როდესაც გუნდი პრემიერ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და თანაც, ამასთან ახლოს არის. მათ პლეი-ოფში მოხვედრის შანსი აქვთ და არავინ იცის, წინასწარ რა მოხდება.

თან არავინ იცის, როგორ მოერგებიან ახალწვეულები გუნდს. გარი ონილს ახალწვეულებთან ურთიერთობა ძალიან გაუჭირდება.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცავს და დიდწილად, ნახევარდაცვაში მთავარი როლიც ერგო.

ჩაკვეტაძის კლუბი ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფის ზონაში მყოფ „ბლექბერნს“, რომელსაც ასევე 19 ქულა აქვს, ბურთების შეფარდების გამო ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პასუხი კრიტიკოსებს - კვარას შესანიშნავი გოლი და გამარჯვება სან სიროზე
პასუხი კრიტიკოსებს - კვარას შესანიშნავი გოლი და გამარჯვება სან სიროზე