გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ესპანეთში სტიქია მძვინვარებს - ვალენსია სათასო მატჩის გადადებას ითხოვს

ესპანეთის თასის პირველ წრეში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ დღეს მეექვსე ლიგის ბინადარ „პარლა ესკუელას“ უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა ესპანეთში ქარიშხალი „დანა“ მძვინვარებს, რის გამოც არაერთი მატჩი შესაძლოა გადაიდოს.

რუბენ ბარახას გუნდი მადრიდში დღეს მატარებლით უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ძლიერი წყალდიდობის გამო ვალენსიის რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. ამის შემდეგ „ვალენსიამ“მადრიდში სხვა გზებით ჩასვლაც განიხილა, თუმცა მოგვიანებით კლუბმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალურად მიმართა და მატჩის გადადება სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ მდგომარეობაშია გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეც“, რომელიც თასზე გასვლაზე გალისიის რეგიონში ბაზირებულ „პონტევედრას“ უნდა შეხვდეს.

როდის გაიმართება „ლევანტეს“ და „ვალენსიას“ სათასო მატჩები, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რომ არა მამარდაშვილი, აუცილებლად მოვიგებდით“ - ბორდალასი ვალენსიასთან მატჩზე
„რომ არა მამარდაშვილი, აუცილებლად მოვიგებდით“ - ბორდალასი ვალენსიასთან მატჩზე