ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის მეოთხედფინალშია
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იაპონელ ჰიროკი მორიასა და ამერიკელ მაკკენზი მაკდონალდს შორის გამარჯვებული იქნება.
მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ტაივანელი ვუ ტუნგ-ლინი იყო, რომელიც ნიკამ სამ სეტში, 6:2, 6:7, 6:4 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ სეულის ჩელენჯერის პირველ წრეში ბასილაშვილმა ასპარეზობას ფრანგი ტერენს ატმანი გამოთიშა (6:3, 3:6, 6:4). აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე ბასილაშვილის მიერ დამარცხებული ორივე ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგში მასზე წინაა: ვუ ტუნგ-ლინი 228-ე ჩოგანია, ხოლო ატმანი 156-ე.
ცნობისთვის, სეულის ჩელენჯერი 100-ქულიანი ტურნირია, რომლის საპრიზო ფონდიც წელს 133 250 დოლარს შეადგენს.