ხვიჩას მორიგი მსხვერპლი | ისტორიის წერა გრძელდება
გუშინ, სერია A-ს მე-10 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა. „როსონერის“ კარში გოლები რომელუ ლუკაკუმ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.
გარდა იმისა, რომ ხვიჩამ „ნაპოლის“ სასარგებლოდ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა, ის თავისი გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო და შეხვედრის დასრულების შემდეგ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
საგულისხმოა, რომ ხვიჩამ „მილანის“ წინააღმდეგ პირველად შეძლო გოლის გატანა და საერთო ჯამში, „როსონერი“ მე-15 გუნდია, რომელსაც ხვიჩამ სერია A-ში გოლი გაუტანა.
დღეის მდგომარეობით, კვარაცხელიამ თავის გამოჩენა ამ გუნდებთან შეძლო - ვერონა, მონცა, ლაციო, ტორინო, სასუოლო, იუვენტუსი, სპეცია, კრემონეზე, ატალანტა, უდინეზე, კალიარი, ფიორენტინა, ბოლონია, ემპოლი, მილანი. ამ გუნდებიდან სპეცია, სასუოლო და კრემონეზე მიმდინარე სეზონში სერია B-ში ასპარეზობენ, ამჟამად კი ხვიჩას გოლი სერია A-ს 6 გუნდისთვის არ გაუტანია - ინტერი, რომა, კომო, პარმა, ლეჩე, ვენეცია. ცნობისთვის გეტყვით, რომ კომო, პარმა და ვენეცია სერია A-ში მიმდინარე სეზონში აღზევდნენ.
2024/25 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მისი გუნდი 10 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 25 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან ინტერს 7 ქულით უსწრებს. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 3 ნოემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავს.