კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

ალ-ნასრი სამეფო თასს გამოეთიშა - რონალდუმ პენალტი გააცუდა

„ალ-ნასრი“, რომლის ღირსებასაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იცავს, საუდის არაბეთის სამეფო თასის 1/8-ფინალში „ალ-ტაავუნთან“ 0:1 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. 

აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-6 წუთზე „ალ-ნასრმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. ბურთთან რონალდუ მივიდა, თუმცა მისი დარტყმული კარს ასცდა.

აქვე გეტყვით, რომ რონალდუმ „ალ-ნასრის“ შემადგენლობაში 11-მეტრიანი პირველად გააცუდა - აქამდე მის მიერ შესრულებული 19-ვე პენალტი ზუსტი იყო.

პორტუგალიელი ფორვარდი მატჩის შედეგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ყოველი გამოწვევა ზრდის შესაძლებლობას წარმოადგენს“.

ცნობისთვის, რონალდუ საუდის არაბეთში 2023 წლის იანვრიდან თამაშობს, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში „ალ-ნასრმა“ მხოლოდ „არაბული ქვეყნების ჩემპიონთა თასის“ მოგება შეძლო, რომელიც ამხანაგურ ტურნირად ითვლება. 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები მსოფლიოში | Forbes-ის რეიტინგი
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები მსოფლიოში | Forbes-ის რეიტინგი