გიორგი მიქაუტაძე, პიერ საჟი
Aa
Aa

ბოლო ვარჯიში გამოტოვა - მიქაუტაძე ტრავმირებულია?

„ლიონთან“ დაახლოებული გამოცემა, olympique-et-lyonnais.com-ი ქართველი გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ფრანგული კლუბის ქართველმა შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ გუნდის გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა.

ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, მედიაში ვარაუდობენ, რომ ქართველ ფეხბურთელს შესაძლოა, მიკროტრავმა ჰქონდეს, რიც გამოც პიერ საჟმა მას დასვენების შესაძლებლობა მისცა. უფრო მეტი დეტალი „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის დღევანდელ პრესკონფერენციაზე უნდა გაირკვეს, რომელიც დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის გასულ ტურში „ოსერის“ წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა, თუმცა, მისმა გუნდმა გამარჯვება ვერ შეძლო - ფრე 2:2.

პიერ საჟის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად „ლილს“ დაუპირისპირდება. მატჩი 1 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები