ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კონტე: ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რაც კი მყოლია

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში „მილანი’’ შინ „ნაპოლისთან’’ 0:2 დამარცხდა. ანგარიში მე-5 წუთზე ლუკაკუმ გახსნა, ტაიმის მიწურულს 43-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საოცარი გასროლით ანგარიში ორ ბურთამდე გაზარდა.

ეს კვარაცხელიას პირველი გოლია „მილანთან’’. მატჩის შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ Dazn-თან კომენტარი გააკეთა:

„ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რაც კი მყოლია. ვამაყობ, რომ 4 თვეში ჩვენ შევძელით ძალიან საიმედო ჯგუფის შექმნა. სკუდეტო? მე შემიძლია ავჩქარდე და გუნდი მაქსიმუმამდე მივიყვანო, მაგრამ მაქსიმუმი აუცილებლად გამარჯვებას არ ნიშნავს. ჩვენ 3 წელი გვაქვს. ჩვენ რაღაცას თავიდან ვაშენებთ და დრო გვჭირდება. არ შეიძლება იფიქრო, რომ სასწაული ყოველთვის ხდება“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში მე-100 მატჩი ჩაატარა და 30-ე გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი 5 გოლი დაუგროვდა. რაც შეეხება პარტენოპეის, კონტეს გუნდი სერია ა-ს 25 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პასუხი კრიტიკოსებს - კვარას შესანიშნავი გოლი და გამარჯვება სან სიროზე
პასუხი კრიტიკოსებს - კვარას შესანიშნავი გოლი და გამარჯვება სან სიროზე