მარცხი ბაიერნთან - შენგელია ვირტუსის რიგებში საუკეთესო იყო
ევროლიგის მორიგ ტურში ვირტუს ბოლონიამ ბაიერნს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 84:87 დამარცხდა.
როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და საკუთარ გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 31 წუთი და 41 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში 21 ქულას, 4 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
თორნიკე მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო. მან 6-ჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება და 3 გამოუვიდა. 11-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და 4 ჩააგდო. ასევე, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4 საჯარიმო ტყორცნა შეასრულა და ოთხივე ზუსტი აღმოჩნდა. 4 მოხსნიდან ოთხივე საკუთარ ფარზე შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ვირტუს ბოლონია მიმდინარე სეზონის ევროლიგაზე ცუდად ასპარეზობს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა 6 ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს.
La Virtus prima rimonta, mette la testa avanti ma gli ultimi possessi sorridono al Bayern ❌ pic.twitter.com/5CxaAK8WPi
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) October 29, 2024