ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ნაკრები, თათია გაბუნია
Aa
Aa

საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან განმეორებით მატჩშიც დამარცხდა

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ირლანდიას სტუმრად დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0:3 დამარცხდა. ირის ანტმანის გუნდისთვის აღნიშნული ეტაპი დასრულებულია.

მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები ვარაუდობდნენ და გამუდმებით შეტევაში იმყოფებოდნენ.

ანგარიში ძალიან მალე, მე-3 წუთზე გაიხსნა. თავი რასელმა გამოიჩინა. სხვაობა ორამდე 31-ე წუთზე კარუზამ გაზარდა.

ლონდონის არსენალის ფეხბურთელს, მაკკიბს 35-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი დიდი მანძილით ააცილა კარს. მიუხედავად ამისა, 29 წლის შემტევმა მეორე ტაიმის 55-ე წუთზე ძლიერი დარტყმით მაინც მოახერხა თათია გაბუნიას კარის აღება და შეხვედრის საბოლოო შედეგი 3:0 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართული მატჩი ირლანდიელთა სასარგებლოდ 6:0 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში 9:0 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
0:6 | საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
0:6 | საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა