შერმადინის 3 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე - ტენერიფემ მოიგო და ჯგუფში გალიდერდა
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ტენერიფე სენტ ქუენტინს ესტუმრა და 71:61 დაამარცხა.
გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და პარკეტზე მხოლოდ 10 წუთი დაყო, რაც მისი დონის კალათბურთელისთვის ნამდვილად ცოტაა.
ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა ცენტრმა 3 ქულა მიითვალა და შეიძლება ითქვას, რომ სუსტი მატჩი ჰქონდა.
შერმადინმა 3-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ერთხელ გამოუვიდა. ასევე, გიორგიმ 3-ჯერ ისროლა საჯარიმო ტყორცნა და ზუსტი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ტენერიფეს ჯგუფში 6 ქულა დაუგროვდა და ერთპიროვნული ლიდერია. შემდეგ ტურში, ესპანური გუნდი სენტ ქუენტინს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.
???? ¡Tres de tres... y las tres a domicilio!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) October 29, 2024
????#LaLagunaTenerife gana en Saint-Quentin y se aferra al liderato de la #BasketballCL
???????? #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/brooWsus9c