მეტ ბრაუნი: ილია წლის მებრძოლის ტიტულს იმსახურებს
UFC-ის ვეტერანმა მებრძოლი, მეტ ბრაუნი მიიჩნევს, რომ UFC-ის ქართველი ჩემპიონი წლის მებრძოლის ტიტულს იმსახურებს.
მან თქვა, რომ „ელ მატადორი“ და ალექს პერეირასთან შედარებით, ფავორიტია და ეს საკითხი „პრაქტიკულად გადაწყვეტილია“.
„რაც არ უნდა მაგრები იყვნენ ის ბიჭები, ვისაც ალექსი ეჩხუბა, მათგან არც ერთი არ ყოფილა ჰოლოუეი და ვოლკანოვსი. არ ვფიქრობ, ვინმე ელოდა, რომ ამ პლანეტაზე ვინმე გააკეთებდა იმას, რაც ილიამ გააკეთა“, - თქვა ბრაუნმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის აბუ-დაბიში UFC 308-ზე დაუპირისპირდა და მე-3 რაუნდში გათიშა.
ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა UFC-ში ქართველმა ქამარი დაიცვა. ილიას მსგავსად, ქამრის მოქმედი მფლობელი მერაბ დვალიშვილია, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში.
აღსანიშნავია, რომ ჰოლოუეიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა და პირველად დაანოკაუტეს. ილიამ MMA-ში 16-დან 16-ვე შეხვედრა მოიგო.