არნე სლოტი: “სასიამოვნოა იმის გაგება, რომ მამარდაშვილმა კარგად ითამაშა“
როგორც მოგეხსენებათ, შემდეგი სეზონიდან გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ღირსებას დაიცავს. კარაბაოს თასზე, ბრაიტონთან მატჩის წინ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
სლოტი
„კლუბი გიორგი მამარდაშვილის პროგრესს თვალს ადევნებს, რადგან კარგად ვიცი, რამდენად პროფესიონალურია ეს გუნდი. მე ძირითად დროს მატჩებზე და პრესკონფერენციებზე ვატარებ. ხანდახან ბიჭებსაც ვავარჯიშებ(იცინის).
ამ კვირაში მამარდაშვილის თამაშის საყურებლად არ მეცალა, მაგრამ კარგია იმის გაგება, რომ მან რამდენიმე კარგი „სეივი“ შეასრულა. ეს ჩემთვის სიურპრიზი არ არის, რადგან ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე შევიძინეთ.“
შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა ქართველი კარის დარაჯის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა და 1 წლით, იჯარის წესით ვალენსიაში დატოვა.
როგორც უკვე მოგახსენებთ, გიორგი ლივერპულს მომავალ სეზონში შეუერთდება, მაგრამ იქნება, თუ არა ძირითადი შემადგენლობის წევრი ჯერჯერობით უცნობია. ყველაფერი ალისონის მომავალზეა დამოკიდებული. ბრაზილიელ მეკარეს საუდის არაბეთში ეპატიჟებიან, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.