21-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასასრული - გორში სტუმრობამდე ტორპედომ კლასიკო მოიგო
Aa
Aa

21-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასასრული - გორში სტუმრობამდე ტორპედომ კლასიკო მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში საინტერესო შეხვედრები გაიმართა, ტურის ცენტრალურ მატჩში ქუთაისის „ტორპედომ'' ნიკა სანდოხაძისა და ბიორნ იონსენის გოლებით თბილისის „დინამოს'' 2:0 მოუგო. ამ გამარჯვებით ქუთაისურმა გუნდმა 21-მატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა, ჩემპიონატის შეხვედრებში „ტორპედომ'' თბილისის „დინამოს'' დამარცხება ზედიზედ 21 შეხვედრაში ვერ მოახერხა, თუმცა ამჯერად ნავსი გატყდა.

სატურნირო ცხრილს „იბერია 1999'' ლიდერობს, ლევან კორღალიძის გუნდმა სტუმრად „სამტრედია'' ირაკლი სიხარულიძის გოლით დაამარცხა, გამოცდილი ფორვარდი ცვლილებაზე გამოვიდა და გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გაიტანა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გორის „დილამ'' ქულები დაკარგა, „თელავმა'' გორულ გუნდს თორნიკე მორჩილაძის გოლით სძლია.

კრისტალსპორტი 30-ე ტურის მიმოხილვას გთავაზობთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები