„მანჩესტერ იუნაიტედს“ რუბენ ამორიმი ჩაიბარებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ხდება.
როგორც გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო წერს, მხარეებს შორის კონტრაქტის დეტალები და შეთანხმება 100%-ით მზად არის.
„ის არის ადამიანი, რომლის ნახვა სურს ყველას, ვინც მენეჯმენტშია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები „სპორტინგთან“ იმ საკითხთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მოგვარდეს კლუბიდან ამორიმის წასვლა“, - წერს რომანო.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ერიკ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 28 ოქტომბერს დაითხოვა.
9 ტურის შემდეგ, „წითელი ეშმაკები“ ინგლისის ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს. გუნდს 11 ქულა აქვს.
რაც შეეხება ამორიმს, პორტუგალიელი სპეციალისტი „სპორტინგს“ 2020 წლიდან წრთვნის.