ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი, ჯოვანი მანა
Aa
Aa

მამუკა ჯუღელი დღეს ჯოვანი მანას შეხვდება | ნეაპოლური მედია

ხვიჩა კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გაგრძელების თემა ნეაპოლურ მედიაში აქტუალობას არ კარგავს.

ამჯერად ქართველ ფეხბურთელზე Areanapoli წერს. გამოცემის ცნობით, ხვიჩას აგენტი, მამუკა ჯუღელი მილანშია და დღეს დაგეგმილი მატჩის შემდეგ, „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას შეხვდება.

„ნაპოლი“ და ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები შეთანხმების მიღწევას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ცნობისთვის, მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. „პარტენოპეიმ“ ქართველ ფეხბურთელს წლიური 5 მილიონი ევრო + ბონუსები შესთავაზა, მაგრამ „კვარას“ 8-9 მილიონის მიღება სურს.

შეგახსენებთ, რომ 9 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 22 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან „ინტერს“ 4 ქულით უსწრებს. 

აქვე გეტყვით, რომ 9 მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია. ცნობისთვის, „მილანი“-„ნაპოლის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მედია: მილანთან კვარა ძირითადში დაბრუნდება
მედია: მილანთან კვარა ძირითადში დაბრუნდება