თოფურია: მაქსი გავთიშე და დენამ ამისთვის მხოლოდ 50 ათასი მომცა?
ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში, მხოლოდ ოქტაგონზე შესვლისთვის 750 ათასი დოლარი მიიღო. ეს თანხა ელიტარული მებრძოლებისთვის და ჩემპიონებისთვის არის განკუთვნილი. ამას დაემატა პლუს 150 ათასი დოლარი გამარჯვებისთვის. ასევე გათვალისწინებული იყო თანხაც ნოკაუტით გამარჯვებისთვის. გარდა ამისა, თანხა შესაძლოა გაიზარდოს Pay-Per-View (ერთჯერადი ტრანსლაციის შეძენა კონკრეტული ღონისძიებისთვის) იქიდან გამომდინარე, თუ ბრძოლა განსაკუთრებით დიდ ინტერესს გამოიწვევს. ამ მხრივ კი „ელ მატადორს“ დამატებითი ბონუსი გარანტირებული აქვს.
Pay-Per-View შემოსავალი იყო მთავარი ფაქტორი ამ ბრძოლაში, რადგან თოფურია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მებრძოლთაგან, რომელიც საზოგადოების ინტერესს მასიურად იწვევს. ზუსტი რიცხვები უცნობია, თუმცა იწერება, რომ ილია დამატებით 1,5 მილიონ დოლარს მიიღებს. ეს კი ამ ბრძოლიდან მის მთლიან შემოსავალს 2,44 მილიონ დოლარამდე გაზრდის. ეს კი დღემდე UFC-ში მისი ყველაზე დიდი შემოსავალი იქნება.
მაქს ჰოლოუეი კი ჯამში სავარაუდოდ 1,28 მილიონ დოლარამდე მიიღებს.
რაც შეეხება თოფურიას უკმაყოფილებას, ქართველი მებრძოლი ნოკაუტის ბონუსით არის უკმაყოფილო და ამის გამო დენა უაითს მიმართა კიდეც.
„მაქს ჰოლოუეი ნოკაუტით დავამარცხე და დენამ მხოლოდ 50 ათასი დოლარი მომცა? ვიმედოვნებ, რომ ცოტა მეტს მომცემს“.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ მაქსი მე-3 რაუნდში გათიშა და „დალოცვილი“ კარიერაში პირველად ნოკაუტში გაუშვა. ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ამ ბრძოლის შემდეგ, ილიას წლის საუკეთესო მებრძოლი უწოდა.
„დიახ, პერეირამ ქამარი სამჯერ დაიცვა, მაგრამ თოფურიას ეს ორი გამარჯვება, რომელშიც მან მე და ჰოლოუეი გაგვთიშა... მართალი გითხრათ, რთულია ილიას წინააღმდეგ ფსონი დადო და ის საუკეთესოდ არ დაასახელო“.