გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

დავითაშვილი და მიქაუტაძე ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ

გამოცემა Sofascore-მა ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის განვლილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

მიქაუტაძემ 9.0-ქულიანი შეფასება, ხოლო ზურიკომ 7.8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ლიგა 1-ის ტურის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: დონოვან ლიონი (ოსერი) – 8.5
დაცვა: ჯიბრილ სიდიბე (ტულუზა) – 8.3, დუჟე ჩალეტა-ცარი (ლიონი) – 8.1, სინალი დიომანდე (ოსერი) – 8.2
ნახევარდაცვა: დილან ბაკვა (სტრასბური) – 9.0, ანდრეი სანტოსი (სტრასბური) – 8.5, ჟოაუ ნევეში (პსჟ) – 8.4, ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი) – 7.8
თავდასხმა: ზაქარია აბუხლალი (ტულუზა) – 9.5, გიორგი მიქაუტაძე (ლიონი) – 9.0, ჯოშუა კინგი (ტულუზა) – 8.5

შეგახსენებთ, რომ განვლილ ტურში როგორც მიქაუტაძემ, ისე დავითაშვილმა 2-2 გოლი გაიტანეს. ზურიკომ ორჯერ „ანჟერის“, ხოლო მიქაუტაძემ - „ოსერის“ კარი აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედგაცრუებული ვარ...“ - ზურიკო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
„იმედგაცრუებული ვარ...“ - ზურიკო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა