პედი პიმბლეტი, გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

„UFC შემოუშვით ეს ბიჭი ჩემთან გალიაში“ - ქუთათელაძემ პიმბლეტი გამოიწვია

ბრიტანელი მებრძოლი პედი პიმბლეტი ილია თოფურიას უკვე დიდი ხანია იწვევს, თუმცა მისი სიტყვები ცარიელია და აზრს არის მოკლებული, რადგან ილია, თუ საშუალო წონაში ავიდა, იქ ისლამ მახაჩევთან ისტორიული ბრძოლა ელის. პიმბლეტს კი შეუძლია გურამ ქუთათელაძეს ეჩხუბოს, რომელმაც ეს უკანასკნელი უკვე გამოიწვია.

ქუთათელაძე სოციალური ქსელიდან ამ თემას გამოეხმაურა და პედისთან ბრძოლა მოითხოვა.

„ვნახე, რომ თოფურიას მსუბუქ წონაში ასვლას და მასთან ბრძოლას ელოდები. ეს არარეალურად გამოიყურება. მოდი რეალობაზე ვისაუბროთ. მე და შენ დაუსრულებელი საქმე გვაქვს. მე მსუბუქი წონით დივიზიონში ვარ და შენთან ბრძოლა მსურს. შენ მეტი მიზეზი არ გჭირდება და არც ლოდინი მოგიწევს. UFC შემოუშვით ეს ბიჭი ჩემთან გალიაში“.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ქუთათელაძემ 3 აგვისტოს 28 წლის ჯორდან ვუჩენიჩი არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. გურამის მეტოქისთვის ეს UFC-ში სადებიუტო შეხვედრა იყო, ქართველმა კი მეოთხე ბრძოლა ჩაატარა, რომელთაგან 2 მოიგო და 2 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„UFC-მ ილია კონორთან უნდა აჩხუბოს“ - კამარუ უსმანი
„UFC-მ ილია კონორთან უნდა აჩხუბოს“ - კამარუ უსმანი