ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკის სრული კონტროლი - ფეხბურთელებს მსაჯებთან კამათი ეკრძალებათ

ჰანსი ფლიკმა „ბარსელონაში“ მისვლის პირველივე დღიდანვე სრული კონტროლი აიღო. გერმანელმა სპეციალისტმა ბევრი რამ შეცვალა. მაგალითად, ფიზმომზადება, კვება, მატჩის დღეს ფეხბურთელების ჩაცმულობის სტილი - ყველაფერს აკონტროლებს და შედეგიც შესაბამისი აქვს.

ამჯერად ესპანური COPE წერს, რომ ფლიკმა ფეხბურთელებს მსაჯებთან კამათიც აუკრძალა.

წყაროს ცნობით, ფლიკმა ერთ-ერთი პირველი სწორედ ეს აკრძალა. მისი მოთხოვნაა, რომ მატჩების მსვლელობის დროს მისმა მოთამაშეებმა არბიტრების მიმართ ნაკლებად გამოხატონ პრეტენზია და ფოკუსირება მთლიანად თამაშზე მოახდინონ.

„მაქსიმალური ყურადღება საკუთარ თავზე, ჩვენს ენერგიაზე, იმაზე, რაც მოედანზე ხდება“. - უთხრა ფლიკმა ფეხბურთელებს.

ინიაკი პენია პირველია, რომელმაც ბოლო „ელ კლასიკოში“ არბიტრთან კამათის გამო უაზრო ყვითელი ბარათი მიიღო. მსგავსი რამ ფლიკის „ბარსაში“ დიდი იშვიათობაა.

ჰანსი ყველაფერს აკონტროლებს და გასახდელში იდეალურ გარემოს ქნის. ეს ყველაფერი კი გუნდის შედეგებზე პირდაპირ ისახება. „ბლაუგრანამ“ ბოლო 3 შეხვედრაში „სევილიას“, „ბაიერნსა“ და „რეალს“ 13 გოლი გაუტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ მოხვედრაზე ყოველთვის ვოცნებობდი“ - მამარდა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე
„აქ მოხვედრაზე ყოველთვის ვოცნებობდი“ - მამარდა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე