ბასილაშვილმა სეულის ჩელენჯერი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეულის ჩელენჯერი გამარჯვებით დაიწყო. პირველ წრეში ბასილაშვილმა ფრანგი ტერენს ატმანი 6:3, 3:6, 6:4 დაამარცხა.
1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ტაივანელი ვუ ტუნგ-ლინი იქნება, რომელმაც პირველ წრეში ასპარეზობას იაპონელი რიო ნოგუჩი გამოთიშა.
ცნობისთვის, სეულის ჩელენჯერი 100-ქულიანი ტურნირია, რომლის საპრიზო ფონდიც წელს 133 250 დოლარს შეადგენს.
ბოლოს ბასილაშვილმა ანტვერპენის 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზა, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა.